Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ევროკავშირი საქართველოს საკითხს კვლავაც განიხილავს

51

ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე ისევ მუშაობს – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ განაცხადა.

” ქართველ ლიდერთა პასუხისმგებლობაა მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი, ეს კვლავაც ძალაშია. ბატონმა დანიელსონმა ვითარების შესახებ მოახსენა პრეზიდენტ მიშელს და ვიცე-პრეზიდენტ ბორელს. ახლა [ევროკავშირის] შიგნით იმსჯელებენ შემდეგი ნაბიჯების შესახებ”, – თქვა ნაბილა მასრალიმ.

საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მსჯელობა 19 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარების ნაწილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა მხარეებმა შეთანხმებას არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მიაღწიეს. მათი განცხადებით ეს გარკვეულწილად ევროკავშირ-საქართველოს შემდგომ ურთიერთობაზე აუცილებლად აისახება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი