მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სამეგრელო ეპიდაფეთქების ზღვარზეა
რეგიონი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად მნიშვნელოვნად მატულობს სამეგრელოა. საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში კვლავ საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. სოფელში გადაადგილების მკაცრ შეზღუდვას სამართალდამცველები აკონტროლებენ. მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი.
ამ ეტაპისთვის რეგიონში 520-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია. თვითიზოლაციაში იმყოფება 1332 პირი.
სოფელ ორსანტიაში კორონავირუსის გავრცელების ძირითადი კლასტერი ფოთის “აჭარა ტექსტილის” ფაბრიკაში დასაქმებული პირები არიან.