Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მდინარეში ნაპოვნი ცხედრებიდან 2 იდენტიფიცირებულია

143

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრისპირა სოფელ შამგონაში მდინარემ რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა. ადგილობრივების ცნობით,სამი ცხედარი უკვე ნაპოვნია.

ოკუპირებულ გალში მცხოვრები პირები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. ამ დროისთვის ცნობილია ორი პირის ვინაობა,რომელიც მდინარე ენგურმა გამორიყა.

ესენი არიან გალის რაიონ სოფელ წარჩეს მკვიდრნი: ბასლანძე და გვილია. მათ ახლობლებთან ბოლო ზარი სამი დღის წინ განახორციელეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მაშველები ცხედრებს ნავების საშუალებით ეძებენ.

ამ წუთებში მდინარე ენგურზე სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.

მდინარიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დამატებით გრძელდება კიდე ორი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ვრცელდება ინფორმაცია,რომ სოფელ წარჩედან სულ 5 პირი ცდილობდა შამგონის ფონით გადმოსვლას.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი