მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

DRI აფხაზეთიდან გადმომსვლელებისთვის სავალდებულო კარანტინის გაუქმებას მოითხოვს

მდინარე ენგურის გადმოკვეთისას 3 ადამიანის დაღუპვას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმაურება და აცხადებს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

ორგანზიაცია სქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაუყოვნებლივ გააუქმოს.

“აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ამ სახიფათო გზით ცდილობენ.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარია ამოყვანილი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ერთს ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button