Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბოდბის ეპისკოპოსმა პოლიტიკურ მხარეებს შერიგებისკენ ამბიონიდან მოუწოდა

44

 

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა და ქადაგებაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხო.

ამბიონიდან წარმოთქმულ სიტყვაში, მეუფე იაკობმა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები გააკრიტიკა და მეუფე პეტრეს მიმართა. სასულიერო პირმა, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ უთანხმოებაზეც ისაუბრა და ის პერიოდიც გაიხსენა, როცა მან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი რუსეთთან თანამშრომლობაში პირდაპირ დაადანაშაულა. მეუფე, სავარაუდოდ, გადამდგარ პრემიერს, გიორგი გახარიას გულისხმობდა, რომელსაც მან ” რუსეთის კაცი” პირდაპირ უწოდა.

“მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ისე იქცევიან, რომ საზოგადოებაში მათი საქციელი ზიზღს იწვევს. როდესაც ერთი ადამიანი რაღაცას იწყებს, შეიძლება შეინანოს და გადარჩეს, მაგრამ როცა სხვებსაც აიყოლიებს, შენ თვითონ ხომ იცი, რომ მატყუარა ხარ. განა დავალებას არ ასრულებ? დაფიქრდი იქნებ ქვეყნის მოღალატე ხდები, ასე როგორ უნდა გამოაყენებინო თავი.

ორი დღის წინ , გავიარე რუსთაველზე, თბილისი თბილისს აღარ ჰგავს. რომელ წლებში ვართ ჩარჩენილები. ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება. ჩვენ ასეთ ადგილებს უნდა გავუფრთხილდეთ, იქ ბევრი ხალხი დახოცეს. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა პოლიტიკოსებს, ბევრჯრ ვთხოვეთ შერიგებულიყვნენ, შევთავაზეთ ეკლესიაში მოსულიყვნენ მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისთვის. პოლიტიკაზე გარეთ ესაუბრათ. სანამ არ შერიგდებიან საქართველოს არაფერი ეშველება. ხალხი თუ არ დაგიდგათ გვერდში მილიონი კარვები გაშალეთ და იძახეთ არჩევნები, არჩევნები. შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ. სამარცხვინოა უცხოელებთან სხდებით და ანახებთ შინაგანი რაც გაქვთ..არ არის სირცხვილი? რაში გჭირდებათ უცხოელები, ისე ვერ უნდა მორიგდეთ?

რა არჩევნები ხალხი გაჭირვებაში და სიღარიბეში ცხოვრობს,.ზოგს სარჩო საბადებელი არ აქვს. ჯერ კანონები შექმენი და მერე აირჩიე, რომ აღარ იძახო კიდე, არ მინდა შესვლაო. არ გინდა და სულაც გაგაგდებენ და დაიღუპება. არ მინდა ხელისუფლება და ოპოზიცია,სხვის ჭკუაზე დადიოდნენ, მაგრამ რაც ხალხისთვისაა სასრგებლო, ის გააკეთონ.

ყველას მინდა მივმართო, კაცები იყავით და ადამიანები იყავით. რუსებს რომ არ უხაროდეთ, ჩვენი ეს მდგომარეობა, შემოვიდოდნენ აქამდე, მაგრამ უყურებენ, აწყობთ ეს. ამიტომ უნდა შევრიგდეთ, სხვაგავარად საქართველო ვერ გადარჩება”- განაცხადა მეუფე იაკობმა ამბიონიდან.

დღეს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მედიის წარმოამდგენლების კითხვებს ცალკე არ უპასუხა. მიზეზად, მან მარხვის პერიოდი დაასახელა და განმარტა,რომ ყველაფერი ,რის გაჟღერებაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სურდა, ქადაგებაში დააფიქსირა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი