Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“სამეგრელოს ადმინისტრაციამ ნახევარ მილიონზე მეტი პრემია გასცა”-TI

58

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 46,327 ლიტრი. ჯამური ღირებულებით 82,660 ლარი.

ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ 8 021 ლიტრი საწვავი გახარჯა, 14 345 ლარის ღირებულების, სახელმწიფო რწმუნებულის მაშინდელმა მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ 3940 ლიტრი, 6677 ლარის ღირებულების.

ამავე საანგარიშო პერიოდში, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ხელფასის სახით 581,156 ლარი გაიცა, 4 400 ლარის კი პრემია-დანამატი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში 4400 ლარი გაიცა პრემია-ჯილდო-დანამატის სახით. გაცემულმა ხელფასის ოდენობამ კი 581 156 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები,შარშან სულ 80 ავტომობილით სარგებლობდნენ. მათგან 7 ავტომობილი ამორტიზებული იყო და შვიდივე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში.

ყველაზე მეტი, 12-12 ავტომობილი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების სარგებლობაში იყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ავტომანქანების შეკეთება/დიაგნოსტირებაზე 37 831 ლარი დახარჯა. ამ მაჩვენებლით ის მეორეა შიდა ქართლის შემდეგ.

სულ ავტომობილების შეკეთებაზე 2020 წელს, 270,017 ლარი დაიხარჯა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ტელეკომუნიკაციებში 4866 ლარი დახარჯა, მივლინებებში 1999 ლარ

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი