Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ენგურის სანაპიროზე მეოთხე გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს

112

ზუგდიდის რაიონ სოფელ ორსანტიაში,შამგონიდან მოშორებით იპოვეს მეოთხე გარდაცვლილი, 47 წლის მამაკაცი, რომელიც აფხაზეთიდან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა გადმოსვლას.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე საათიანი სამძებრო ღონისძიება, რომელიც დღეს დილიდან მიმდინარეობდა, დასრულებულია.

მანამდე კი, სოფელ შამგონაში იპოვეს მისი ცოლის და რძლის ცხედრები. ისინი გალის სოფელ წარჩედან არიან. უფრო ადრე კი 65 წლის ჭუბურხინჯელი მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ისინი ზუგდიდში მდინარის გავლით უნდა გადმოეყვანა.

დაღუპულთა ნათესავის თქმით, ისინი კონტროლირებად ტერიტორიზე გადმოსვლას პროდუქტების შესაძენად ცდილობდნენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი