მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენგურზე გარდაცვლილების ჭირისუფლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

მდინარე ენგურში ნაპოვნი 3 ცხედრის გადასვენება ოკუპირებულ გალში ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჭირისუფლები დაღუპულების ცხედრებს ენგურს გაღმა უკვე მეორე დღეა ელოდებიან.

ერთ-ერთი გარდაცვლილის თამაზ ბასლანძის ნათესავი ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვენებისთვის რუსული მხარე გარდაცვალების მოწმობას ელოდება, რის გაცემასაც ქართული მხარე აჭიანურებს:

“5 დღე მოგვთხოვეს..ცნობის აღებას 5 დღე უნდაო, გვითხრეს და მანამდე გაფუჭდება მიცვალებული, ველოდებით, რა იქნება რომ დააჩქარონ, ოჯახი იქეთ ელოდება ხიდზე, დაგვეხმაროს ხელისუფლება და ეს მაინც გააკეთოს“- ამბობს ბასლანძის ნათესავი ზუგდიდში, რომლის სახლშიც გარდაცვლილია დასვენებული.

ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას დაღუპულ ოთხივე ცხედარს წუხელ გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ესპერტიზა ჩაუტარდა.

ერთი მათგანის ცხედარი უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს, ხოლო დანარჩენი სამი ზუგდიდში ნათესავის სახლშია დასვენებული

7 აპრილს, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია. ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად, სოციალური დახმარებისა და ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც შვილიშვილი შეეძინა, საჩუქრების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

მსგავსი პოსტები

Back to top button