მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ამირან არჩვაძეს გარდაცვალების შემდეგ ლაგოდეხში ვარსკვლავი გაუხსნეს

ლაგოდეხში, საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფის, ამირან არჩვაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალზე მონაწილეობა, არჩვაძის მიერ გაზრდილმა ახალგაზრდა ქორეოგრაფების ანსამბლებმა და თავად ამირან არჩვაძის მიერ დაარსებულმა „ლაკვასტამ“ მიიღო.

მიმდინარე წლის ზაფხულში კახეთის რეგიონში მოქმედი ანსამბლების მონაწილეობით, ფესტივალის ჩატარება იგეგმება. ფესტივალი ლაგოდეხის ტერიტორიაზე გაიმართება და გამარჯვებულს, ამირან არჩვაძის სახელობის პრიზი გადაეცემა.

ბრწყინვალების ორდერის მფლობელი, ქორეოგრაფი ამირან არჩვაძე მიმდინარე წლის 25 თებერვალს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ლაგოდეხში, ხელოვნებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის გახსნილი, ეს უკვე მეორე ვარსკვლავია. მიმდინარე წლის იანვარში ვარსკვლავი ლაგოდეხის სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, გივი ჯიბლაძეს გაუხსნეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button