სპორტი

ზლატან იბრაგიმოვიჩს ფილმში გადაიღებენ

„მილანის“ თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფილმში გადასაღებად მიიწვიეს. 39 წლის შვედ ფეხბურთელს „ასტერიქსსა და ობელიქსში“ რომაელი ლეგიონერის, ანტივირუსის როლის შესრულება შესთავაზეს.

ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ფეხბურთელმა გაავრცელა.

ფილმის გამოსვლა 2022 წელსაა დაგეგმილი.

ცნობილი სპორტსმენების ამ კომედიურ ეკრანიზაციაში მიწვევა სიახლე ნამდვილად არ არის. აქამდე ეპიზოდური როლები ნათამაშები აქვთ: ფეხბურთელ ზინედინ ზიდანს, კალათბურთელ ტონი პარკერს, ფორმულა 1-ის ლეგენდას, მიხაილ შუმახერს და ჩოგბურთელ ამელი მორესმოს.

ფილმის რეჟისორი ფრანგი გიომ კანე იქნება და გადაღებები ძირითადად ჩინეთსა და ფილიპინებში ჩატარდება.

ამ დრომდე უცნობია ფილმის სიუჯეტი, თუმცა პანდემიის გამო 1 წლით შეჩერებული გადაღებები სულ რამდენიმე დღეში განახლდება.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალ სან-რემოშიც მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button