მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში “ასტრაზენეკას”3000 დოზიდან მხოლოდ 7,5 %- ია ათვისებული

15 მარტიდან დღემდე, კახეთში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მხოლოდ 251 ადამიანია აცრილი. ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინით აცრილების ნაწილი მედიკოსები, ხოლო ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაშვებული ასკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები არიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს, აცრისათვის საჭირო ადგილების ნაკლებობით ხსნის.

” მე ვფიქრობ, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია. აქამდე მხოლოდ სამ დაწესებულებაში იყო აცრა შესაძლებელი . უკვე ყველა მუნიციპალიტეტში მზად არის, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მოწყობილი აცრის კაბინეტები. ვფიქრობ, რომ მოსახლეობა და მედპერსონალიც გააქტიურდება”- განაცხდა ხიზანიშვილმა.

რეგონის სამედიცინო პერსონალის ნაწილი, ვაქცინის გაკეთებაზე ჯერ კიდევ უარს აცხადებს. ჯერჯერობით, არ აქტიურობს 55 და 65 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაც.

ვაქცინაცია კახეთში 15 მარტს, თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან დაიწყო.

რეგიონში შეტანილი ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინის 3000 დოზიდან, მხოლოდ 7,5 %- ია ათვისებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button