Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

28

ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ჰიუნდაისა და სუზუკის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ავტომანქანები გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.

დაშავებული პირი, სასწარაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და ამ წუთებში, შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, რასაც უამინდობა ერთვის თან.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი