მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/04/გიგა-ბოკერია.jpg)
“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. გადაწყვეტილება დღეს,10 აპრილს პარტიის ყრილობაზე მიიღეს.
ბოკერიამ პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დავით ბაქრაძე შეცვალა, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 2 თვის წინ გააკეთა. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იქნება. გენერალური მდივანი – აკაკი ბობოხიძე. საგარეო პოლიტიკური მდივანი – გიორგი კანდელაკი.
„დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა თქვენი მხარდაჭერა. თან ასეთ დროს, ქვეყანასა თუ ჩვენ პარტიაში. იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვართ“, – მიმართა ბოკერიამ თანაგუნდელებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ევროპული საქართველო“ დატოვეს ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ, ასევე ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა.