კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახმეტაში ხანძრის შედეგად მიცვალებული დაიწვა

ხანძარი, ახმეტაში ერთ- ერთ ქუჩაზე საცხოვრებელი სახლს გაუჩნდა, სადაც მეორე სართულზე მიცვალებული ესვენა. ცხედარი, სასახლესთან ერთად ნაწილობრივ არის დამწვარი.

ვარაუდობენ, რომ ცეცხლი მიცვალებულთან ანთებული სანთლისგან გაჩნდა, რომელიც სახლის ნაწილს მოედო.ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი სახლის ნაწილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო- სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია მოახერხეს.

ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button