მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნამოხვანში რიონში გადამხტარი კაცის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში მდინარე რიონში. მდინარის ნამოხვანი-გუმათის მონაკვეთზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომელიც 10 აპრილს, ადიდებულ მდინარე რიონში გადახტა.

ოპერაციაში ჩართულია დრონები, ადგილზე იმყოფებიან მყვინთავებიც.

„პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით“ – იტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უცნობია, როგორ შეძლო მამაკაცმა ნამოხვანში ჩასვლა. ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში ხეობის შესასვლელსსაპოლიციო ძალები აკონტროლებენ.

ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 167 დღეა კარვებია გაშლილი

მსგავსი პოსტები

Back to top button