მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ირაკლი კობახიძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/11/ირაკლი-კობახიძე.png)
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს ამერიკელ კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე პოლიტიკის კვლევის ანალიტიკური ცენტრების(Think Tank) ხელმძღვანელებთან.
შეგახსენებთ, საქართველოში პოლიტკურ კრიზისს ევროპარლამენტარებთან ერთად,რამდენჯერმე გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი წარმოადგენელი და შეშფოთება გამოთქვეს პოლიტიკურ მხარეებს შორის უშედეგო მოლაპარაკებების გამო.