მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნამახვანის პროცესებზე “ლელო” პროკურატურას მიმართავს

ნამახვანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ლელო“ პოლიციას პროკურატურაში უჩივის. საგამოძიებო უწყებას განცხადებით “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა მიმართა

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, რიონის ხეობაში პოლიცია აქტივისტებთან და მოსახლეობასთან მიმართებით სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება უნდა დაიწყოს.

“მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან უსწრაფეს რეაგირებას იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ხდება რიონის ხეობაში. ის რასაც შსს-ს წარმომადგენლები რიონის ხეობაში აქტივისტებთან და მოსახლეობასთან დაკავშირებით ახორციელებენ, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამისთვის კონკრეტულმა პირებმა და უწყებებმა უნდა აგონ პასუხი, თუ პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას ამასთან დაკავშირებით, ეს იქნება მათი მხრიდან დანაშაულში თანამონაწილეობა. ისინი ამით არამხოლოდ წაახალისებენ კონსტიტუციის სრულად ფეხქვეშ გათელვას, არამედ თავად პროკურატურა გახდება მასშტაბური უფლებადარღვევის თანამონაწილე”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა.

„ნამოხვანჰესის“მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button