მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეგი ბაქრაძის საქმე-ადვოკატები ლევან რატიანისა და პაატა იმნაძის გამოკითხვას ითხოვენ

ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ადვოკატები ლევან რატიანისა და პაატა იმნაძის გამოკითხვას ითხოვენ.

უფლებადამცველების ვარაუდით შესაძლოა, ახალ ჩვენებებზე დაყრდნობით, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.

“ლევან რატიანი არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის დროინდელი დიაგნოზის დასმა მეგი ბაქრაძის საქმეზე და იქიდან გამომდინარე, რომ სიცოცხლის პერიოდში დასმული დიაგნოზი დაეხმარება სამხარაულის ექსპერტებს ექსპერტიზის ჩამოყალიბებაში. როცა კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ჩნდება ჩანაწერი, ფილტვის ორმხრივი დიფუზური სარკული დაბურული მინის ტიპის ცვლილება, ბატონი ლევანის რანგის პროფესიონალმა კი არა, ნებისმიერმა არაპროფესიონალმა იცის დღევანდელი პანდემიის პირობებში რომ საქმე გვაქვს ჩOVID-19-თან. რატომ იკავებს თავს ბატონი ლევან რატიანი ზუსტი დიაგნოზის დასმისგან და რატომ არ მოიხსენიებს ერთ-ერთ დიაგნოზად მაინც COVID-19-ს,” – აცხადებს ოჯახის ადვოკატი ნინო ამაღლობელი.

შეგახსენებთ, ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო 3000-3000 ლარი შეუფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button