მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები შეხვედრას ამჯერად უკვე საქართველოს პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ითხოვენ. მათი აზრით, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და მასთან შეხვედრაც აზრს კარგავს.

“ნათია თურნავამ, იმ ეტაპზე, როცა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი იყო მიპყრობილი შეხვედრის მიმართ, მიაყენა ათასობით ადამიანს შეურაცხყოფა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენს გამართულ აქციაზე ქუთაისში მოვითხოვეთ მინისტრის პასუხისმგებლობა ამ ნაწილში და გადადგომა, რადგან მისი საქციელით შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, შესაბამისად, დიალოგის სივრცე უშუალოდ ნათია თურნავასთან ჩვენ არ გვრჩება.

შემდეგი საფეხური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ვინც მოდის, ეს არის ალბათ ბატონი პრემიერი, ის უნდა ჩართულიყო პირადად ამ საკითხებში და მასთან უნდა ყოფილიყო შემდგომი განხილვა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთან. რადგან ის [ნათია თურნავა] ვერ ღებულობს გადაწყვეტილებებს. იმ შეხვედრიდანაც იმიტომ გაიპარა როგორც ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული რაღაცეების თქმა არ შეეძლო, როცა შევიდოდით პოლემიკაში, ამიტომაც აარიდა თავი. ამიტომ, მასზე უფრო მეტად ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები ჩვენს სახელისუფლებო წრეებში, ვითხოვთ იმ ადამიანთან შეხვედრას”, – ამბობს აქციის ერთ0ერთი მონაწილე ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და სამოქალაქო აქტივისტები ნამოხვანჰესის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button