მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რა მისწერა ლამბალოდან გაუჩინარებულმა გოგონამ დედას

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან გაუჩინარებული გოგონას მშობლები, ამ წუთებში საგარეჯოს პოლიციაში იმყოფებიან. გოგონას მამის განმარტებით, ის სამართალდამცავებისგან შვილის ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ელოდება

” ჩვენც დაახლოებით გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ პოლიცია ზუსტად მეტყვის. ამ წუთებში აქ ვარ და როცა გაგვესაუბრებიან, დეტალებს გეტყვით” – განაცხადა მამამ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გოგონა, რომელიც მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე იყო დანიშნული, სხვაზე გათხოვდა და ის ამჟამად, მარნეულში იმყოფება.სახლიდან წასვლის შემდეგ, მან დეიდას ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და მისწერა, რომ დანიშნულთან ვერ იცხოვრებდა.

სამართალდამცავები გოგონას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button