მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ლელო” სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია

პარტია “ლელოში” სასამართლოს მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. საქმე ეხება პარტიის ხუთი წევრის დაკავების ფაქტს, რომლებსაც გამოძიება პოლიციელის დაუმროჩილებლობას ედავება. ისინი 19 თებერვალს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სამართალდამცველების მტკიცებით, “ლელოს” წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელთან წარწერის გაკეთება უნდოდათ, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ.

“ლელოს” ხუთი წევრის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button