მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის დღიური 1 085 შემთხვევაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა. მეორე დღეა ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 291 214
გამოჯანმრთელებულია – 278 683
გარდაცვლილია – 3 901
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 35 863, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 896, PCR ტესტით – 11 967
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 138 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 111 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,9 მილიონზე მეტი.