მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში კორონავირუსის ბრიტანული შტამის სწრაფი გავრცელება ფიქსირდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული კორონა ვირუსის შემთხვევების უმრავლესობა ეგრეთწოდებული ბრიტანული შტამია- ამის შესახებ მუნიციპლიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს.

ცენტრის დირექტორის მოადგილის, გია გოზალიშვილის განმარტებით, ახალი შტამი სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა, რაც ლაგოდეხის შემთხვევებმაც დაადასტურა.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ქალაქ ლაგოდეხში და სამ სოფელში-მაწიმში, შრომასა და კავშირში მოსახლეობის გაფართოებული კვლევის დაწყება იგეგმება. ლაგოდეხში ძირითადად ორი, ეკლესიის და სკოლის კლასტერებია. ინფიცირებულია რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მრევლი, ასევე პედაგოგები. ამ ეტაპზე ინფიცირებულთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. მოსახლეობაც გააქტიურდა და გვაკითხავს”- განაცხადა გოზალიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ორი სკოლა, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ლაგოდეხის საკრებულოც, სადაც  COVID-19,  5 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში კი, უკვე 35 პაციენტი მკურნალობს. კორონა ვირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდა ლაგოდეხში, 8 აპრილიდან დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button