Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გახარიას გუნდი პარლამენტიდან “ქართულ ოცნებას” ტოვებს

60

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა “ქართული ოცნებიდან” გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ პარტია დატოვეს.

ისინი პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ.

“ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები. ვართ თანამოაზრეები. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები. ახალი ამბავი არის ის, რომ ჩვენ, გიორგი გახარიასთან ერთად გადავდივართ პარტიის მშენებლობაზე.”-აცხადებენ დეპუტატები.

პარტიიდან წასული დეპუტატები ექსპრემიერის პარტიაში გაერთიანებას გეგმავენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი