მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ქუთაისში აქციას ღამისთევით გეგმავენ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/04/AQCIA-QUTAISI.jpg)
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების აქციამ ქუთაისში გადაინაცვლა, ამ წუთებში გადაკეტილია ქუთაისის ცენტრალური გამზირი.
აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებით, პროტესტი ქუთაისის ცენტრში მთელი ღამე გაგრძელდება.
“მე დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, დღევანდელი დღე გავათენოთ აქ, გვქონდეს პიკეტირებული მოედანი და გავხდეთ თითოეული ჩვენგანი უპრეცედენტო პროტესტის მონაწილეები. ჩვენ წინაშე ისინი [ხელისუფლება] არიან უძლური და ძალა გამოიყენონ მათ [პოლიციამ], ჩვენი ძალა არის ჩვენი ერთობა”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება.