მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გახარიას გუნდის წასვლის მიუხედავად”ოცნების” უმრავლესობა მყარია-ირაკლი ქადაგიშვილი

“სამწუხაროა, რომ ის არათანმიმდევრულობა, რაც გიორგი გახარიამ გამოიჩინა, გადაწყვეტილებების მიღებისა და გუნდის ერთიანი საქმიანობის დროს, მოსალოდნელი იყო რომ გაგრძელდებოდა”- ასე შეაფასა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გახარიას გუნდის წასვლა საპარლამენტო უმრავლესობიდან.

დეპუტატის აზრით, გახარიას გუნდის წასვლის მიუხედავად,” ქართული ოცნების” უმრავლესობა მყარია.

” მოსალოდნელი იყო, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზევე თავის არიდება, გაგრძელდებოდა იმ ადამიანებზე, ვინც ამ გუნდში მისი პირადი რეკომენდაციით იყო მოხვედრილი. ეს ნაბიჯი მათგან, ამ შემთხვევაში, პროგნოზირებადიც იყო. ვნახოთ, რა პოზიციონირება ექნებათ, რა პლატფორმას დაიკავებენ. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ წარმატებებსა და პრობლემებში, რაც ქართულ ოცნებას ბოლო ორ-სამ წელიწადში მუშაობაში ახლდა, სრული თანამოზიარე იყო გიორგი გახარია. ეს ადამიანებიც, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ და ერთობლივი ძალისხმევით მოხვდნენ პარლამენტში, თანაზიარნი უნდა იყვნენ იმ საქმიანობის, რაც კეთდებოდა . “ქართულ ოცნებას” გააჩნია მყარი უმრავლესობა და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ექვსმა თანაგუნდელმა, საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დატოვა. ისინი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად გააგრძელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button