მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“საქართველოს ბანკის”ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

თბილისში, ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში სავარაუდოდ შეიარაღებული პირი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.ამ წუთებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

პერიმეტრი სპეციალური ლენტებით შემოსაზღვრეს. უსაფრთხოების მიზნით დახურულია ასევე მეტროსადგური „ავლაბარი“.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია „საქართველოს ბანკს“

მსგავსი პოსტები

Back to top button