Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“საქართველოს ბანკზე”თავდამსხმელი დაკავებულია

97

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

სირაძეს მძევლების ზუსტი რაოდენობა არ დააკონკრეტა და არც იმაზე ისაუბრა, რა მოთხოვნებით შეიჭრა თავდამსხმელი ბანკში.

“თავდამსხმელი დაკავებულია. ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე მოხდა თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი პირი, რომელმაც აიყვანა მძევლები. დაზიანება არავის მიუღია, მძევლები თავისუფლები არიან. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ავლაბრის მეტროსთან მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი დღეს, დაახლოებით, 13 საათისთვის შეიჭრა.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია „საქართველოს ბანკს“

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი