Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ეროვნული ლიგის მატჩებს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

57

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის 2 შეხევდრას თურქი არბიტრები განსჯიან. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ლიგის ვებ-გვერდი ავრცელებს.

მსაჯები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოიწვია.

პირველი შეხვედრა, რომელსაც თურქ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, დღეს, თბილისის „ლოკომოტივსა“ და „დინამოს“ შორის გაიმართება.

მე-9 ტურის მორიგი მატჩი, გორის „დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის, ხვალ 17 აპრილს შედგება. ამ მატჩსაც იგივე რეფერები ეყოლება.

ფაქტი, მეზობელ სახელმწიფოსთან კოლეგიალური თანამშრომლობის შედეგია და ფედერაციის ინფორმაციით, მსგავსი პრაქტიკა მრავალჯერად ხასიათს შეიძენს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი