მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ოპოზიციის უარი და “ქართული ოცნების” ხელმოწერა დანიელსონის დოკუმენტზე

“ქართულმა ოცნებამ” ხელი მოაწერა ევროპელი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მიერ შექმნილ დოკუმენტს. ამის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, დოკუმენტი არ მოიცავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ასევე, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების ბედიც, რის გამოც ისინი კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

• პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
• ამბიციური საარჩევნო რეფორმა
• კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
• პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
• მომავალი არჩევნები

მსგავსი პოსტები

Back to top button