მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას განაგრძობს

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ისინი ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბებიან.

კახეთის შემდეგ მმართველი პარტიის ოპონენტები ბათუმში ჩასასვლელად და მოსახლეობასთან შესახვედრად ემზადებიან.

როგორც ცნობილია ოპოზიცია კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ აწერს და ძალაში ტოვებს ორ მთავარ მოთხოვნას – ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების , ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.

ოპოზიციის მიერ მასობრივი საპროტეტსო აქციის გამართვა კი 15 მაისისთვის იგეგმება.

შეგახსენებთ,დანიელსონის დოკუმენტს ხელი მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ” მოაწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button