Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლაგოდეხში პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს

555
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დღეს 18 აპრილს, სოფელ კაბალში მოხდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 40 წლის ქამილ ნამაზოვმა დაზიანება სამართალდამცავს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ.დაჭრამდე, ნამაზოვების ოჯახი 112-ს დაუკავშირდა და შვილის დაკავება სთხოვა იმ მიზეზით, რომ მამაკაცი აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა. ადგილზე დასახმარებლად გამოძახებულ სამართალდამცავს კი ის ნაჯახით გაუსწორდა.
პოლიციელი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. ნამაზოვის დასაკავებლად კი, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზაცია გახდა საჭირო.
დაკავებულის მშობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბოლო პერიოდში ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თვითმხილველთა განცხადებით, ის აგრესიული იყო როგორც ოჯახის წევრების, ასევე სხვა მოქალაქეების მიმართაც. ნამაზოვები ექიმს დაუკავშირდნენ და სამედიცინო ჩარევა მომავალ კვირაში იყო დაგეგმილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.
ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი