Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გურჯაანში საფლავების გაქურდვის ფაქტები გახშირდა

74

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ჯერჯერობით დაუდგენელი პირები, საფლავებიდან ალუმინის ნაკეთობებსა და რკინის კონსტრუქციებს იპარავენ. ადგილობრივების ინფორმაცით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საფლავის გაქურდვის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

“ძალიან გახშირდა უკვე შემთხვევები. ამ კვირაში, მეორე ფაქტია. ერთ-ერთი საფლავიდან, ალუმინის 5-6 სანტიმეტრის სისქის ღობეებია მოპარული. ცოტა ხნის წინაც იყო შემთხვევა, პირდაპირ რკინის კონსტრუქციებს ხსნიან. გამოძიება დაიწყეს, თუმცა დადგენილი ჯერ არაფერი არ არის. უნდა გაირკვეს, რა ჯგუფი აკეთებს. ფაქტია, რომ ერთი ადამიანი ამას ვერ შეძლებს- განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა.

რამდენიმე თვის წინ სოფელ ჩუმლაყში, სასფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის სახელობის ორი ტაძარიც გაქურდეს. ტაძრიდან 70 ლარამდე თანხა წაიღეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი