სპორტი

ვროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმინიგე გახდა

ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) ახალ პრეზიდენტად კარლ-ჰაინც რუმინიგე აირჩიეს.

მიუნხენის ბაიერნის მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა, ანდრეას ანიელი შეცვალა.

ანიელი მას შემდეგ გადადგა თანამდებობიდან, რაც 12-მა ევროპულმა კლუბმა და მათ შორის იუვენტუსმაც, რომლის პრეზიდენტიც თავად არის, – ევროპული კლუბების ასოციაცია დატოვა.

„ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ 12 გუნდის დატოვების შემდეგ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. შეიქმნა აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც გამგეობის პარალელურად ამ გარდამავალ პერიოდში იმუშავებს“ – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 12-მა გავლენიანმა ევროპულმა კლუბმა ასოციაციის დატოვების შემდეგ ახალი სუპერლიგა შექმნა, სადაც 20 ცნობილი და მდიდარი ევროპული გრანდი გაწევრიანდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button