სპორტი

უეფამ ევროტურნირების ახალი ფორმატი დაადგინა. ცვლილება 2024 წლიდან ამოქმედდება

2024-2025 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა, ევროპალიგა და კონფერენს ლიგა განახლებული ფორმატით ჩატარდება.

უეფას განცხადებაში წერია, რომ საკითხთან დაკავშირებით ორი წლის განმავლობაში მსჯელობდნენ და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მხოლოდ ახალი სუპერლიგის შექმნის შემდეგ მივიდნენ.

„უეფა ახლა უფრო მეტად შეეცდება იმ კლუბების დახმარებას, რომლებიც ევროტურნირებზე ამ დრომდე ვერ ხვდებოდნენ. ჩვენ ფეხბურთის განვითარებას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი” – ამბობს უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი.

ახალი ფორმატის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება. ჯგუფური ეტაპი აღარ იქნება და გუნდებს სხვადასხვა მეტოქეებთან 10 მატჩის ჩატარება მოუწევთ. აქედან: 5 სახლში, 5 – სტუმრად. 8 საუკეთესო გუნდი ავტომატურად იღებს პლეი-ოფის საგზურს და 24 ადგილამდე გასული გუნდები პლეი-ოფში გადათამაშების შემდეგ მერვედფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.

ანალოგიური სიახლეები იგეგმება ევროპალიგისა და კონფერენს ლიგის ფორმატებში. არ არის გამორიცხული ამ ტურნირებშიც კლუბების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზარდოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button