მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჭყონდიდის ეპარქიის მეუფე სტეფანეს ტაძარი შეძახილებით დაატოვებინეს

ხმაური და დაპირისპირება გრძელდება ჭყონდიდის ეპარქიაში.

სალხინოს მამათა მონასტერში დღეს წირვის ჩატარებას მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დამიშნული ახალი იღუმენი გრიგოლ დარსალია გეგმავს. თუმცა მას წირვის ჩასატარებლად მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ გადაყენებული მამა დანიელი და ყოფილი არქიმანდრიტი ათენოგენი არ უშვებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ვითარება დაძაბულია.

სალხინოში ასევე მივიდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე, რომელიც ითხოვს, რომ წირვის ჩასატარებლად შეუშვან გრიგოლ დარსალია. მიტროპოლიტი სტეფანე გადაყენებულმა სამღვდელოების წარმომადგენლებმა სალხინოს ტაძარში არ შეუშვეს და ტაძარი შეძახილებით დაატოვებინეს.

შეგახსენებთ,რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს ეპარქიაში მღვდელმსახურება შეუჩერა

მსგავსი პოსტები

Back to top button