Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სუპერლიგიდან წამოსული ინგლისური კლუბების ხელმძღვანელები ქომაგებს ბოდიშს უხდიან

68

გავლენიანი ევროპული გრანდები, რომლებიც სუპერლიგის პროექტის ჩაშლის შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, – გულშემატკივართა ნდობის დაბრუნებას პატიების შემცველი განცხადებებით ცდილობენ.

ლივერპულის მფლობელი ჯონ ჰენრი ყველა გადადგმულ ნაბიჯს საკუთარ თავზე იღებს და ქომაგებთან ერთად, იურგენ კლოპს და მოთამაშეებსაც ებოდიშება.

„სუპერლიგის იდეა ქომაგების გარეშე ვერ განხორციელდებოდა, ეს ინგლისში ყველამ იცოდა და მე მაინც რისკზე წავედი. თქვენი რეაქცია იყო მკაფიო და ჩვენ გავიგეთ თქვენი ხმა. ლივერპულის ძალა მის ფანებშია და ჩვენ ერთ დიდ ოჯახად უნდა დავრჩეთ. მე ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ“ – აღიშნა ჰენრიმ განცხადებაში.

გულშემატკივართა გულისწყრომის დასაცხრომად, ლონდონის არსენალის მესვეურებმა ფანებს ღია წერილით მიმართეს.

“ჩვენ თქვენი განაწყენების სურვილი არასდროს გვქონია. უბრალოდ, როცა სუპერლიგის პროექტიდან მოწვევა მივიღეთ, – ვიფიქრეთ, რომ მოწინავეებს შორის უნდა ვყოფილიყავით.

დაფიქრებისთვის კიდევ ერთი საფუძველი მოგვეცა. მას შემდეგ რაც თქვენსა და ზოგადად,საფეხბურთო საზოგადოების რეაქციას გავეცანით,- სუპერლიგის დატოვება გადავწყვიტეთ. ეს იყო შეცდომა, რისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით. ალბათ გარკვეული დრო იქნება საჭირო, რათა თქვენი ნდობა კვლავ დავიბრუნოთ. ამ ნაბიჯის გადადგმისას, მხოლოდ კლუბის განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობაზე ვფიქრობდით. გვაპატიეთ, გვენდეთ“ – წერია მეთოფეების ქომაგებისადმი განკუთვნილ ღია გზავნილში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი