მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძლიერმა ქარმა კახეთში პრობლემები შექმნა

გურჯაანი-აფენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია.
წაქცეულმა ხეებმა გზა ჩახერგა და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხეების წაქცევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გზის გარკვეულ მონაკვეთზე, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ აღდგენილია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, გზის სრულად გასაწმენდად და მოძრაობის აღსადგენად, მაშველებს ერთი საათი დასჭირდებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button