მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ამნისტიის კანონპროექტზე პარლამენტში მომავალ კვირას იმსჯელებენ

პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტზე მომავალ კვირას იმსჯელებს, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკიმ განაცხადა.

“საკმაოდ სწრაფად იქნება მიღებული, თუმცა არა დაჩქარებული წესით. კარგი იქნება, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით კამათი აღარ შედგება და ყველ ერთ აზრზე მივალთ. გარდა ამისა, მელიას გათავისუფლება უკავშირდება იმას, რომ ძალიან მძიმე დაპირისპირება, როგორმე კონსტრუქციულ ურთიერთობაში გადაიზარდოს,”- აცხადებს ვოლსკი

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულთა – მათ შორის ნიკა მელიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.

პროექტი ინიცირებიდან, სავარაუდოდ ერთ თვეში დამტკიცდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button