მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხელები მნიშვნელოვნად აზარალა

22 აპრილს, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხში. ქარის შედეგად დაზარალდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურისა და ვარდისუბნის სოფლები.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, სათბურები. ცალკეულ სოფლებს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები დილიდან იმყოფებიან სტიქიის ზონაში და ადგილზე სწავლობენ შექმნილ ვითარებას.

როგორც რადიო ჰერეთს მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული ზარალის ხარისხი და ასევე უცნობია რა ტიპის დახმარების გაწევას შეძლებს მუნიციპალიტეტი.

მიმდინარეობს ელექტრო ენერგიის აღდგენითი სამუშაოები.

მოისმინეთ, სტიქიით დაზარალებულის ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button