Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ევროპის ჩემპიონატის გუნდური მე-3 ადგილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს

45

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გუნდური მესამე ადგილი და სპეციალური პრიზი დაიმსახურეს.

გიორგი იანტბელიძის შეგირდების ანგარიშზე 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალია. მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო, 86 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სანდრო ამინაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა 96 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციას დასჯერდა. პირველ და მეორე ადგილებზე რუსეთი და უკრაინა გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილიდან ორთაბრძოლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. ნუგზარ გეგეშიძის გაწვრთნილები გუშინ უკვ ჩავიდნენ ვარშავაში და ტურნირში მონაწილეობას 23დან 25 აპრილის ჩათვლით მიიღებენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი