Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლაგოდეხში კორონავირუსის გავრცელების პიკია

1 620

კონტროლის განხორციელებას ვეღარ ვუმკლავდებით- ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დახმარებისათვის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. დახმარების თხოვნის მიზეზი, მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება გახდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუნუ ნოზაძის განმარტებით, ჯანდაცვის ცენტრს ვითარებაზე კონტროლი უკვე უჭირს.

” გუშინ, 85 გატესტილი მოქალაქიდან, კორონავირუსი 22-ს დადუდასტურდა. ახლა 110 ტესტიდან 20 აღმოჩნდა დადებითი. ეს რაოდენობა ძალიან ბევრია. ჯანდაცვის ცენტრი კონტროლის განხორციელებას უკვე ვეღარ უმკლავდება და მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ დახმარებისთვის , მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება. ვხედავთ, რომ მოსახლეობა არ ითვალისწინებს წესებს, არ უკეთიათ პირბადე და არ იცავენ დისტანციას. სიტუაციას სწორედ ეს აუარესებს”- განაცხადა ნოზაძემ.

ლაგოდეხში დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული თითქმის ყველა საჯარო დაწესებულება, დაკეტილია 4 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

ლაგოდეხის კოვიდკლინიკაში მკურნალობას 40 პაციენტი გადის, რომელთა შორის, ორი მართვით სუნთქვაზეა, რვა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარება კი რთულია.

17 აპრილიდან, მუნიციპალიტეტს მასშტაბით, გაფართოებული კვლევა მიმდინარეობს.

ლაგოდეხში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, სწრაფი მატება აპრილის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. სპეციალისტების განმარტებით, შემთხვევების უმრავლესობა, ე.წ ბრიტანული შტამია.

ბოლო მონაცემებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 20 დადასტურებული შემთხვევაა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 217 შეადგენს. ყველაზე დიდი გავრცელება ქალაქ ლაგოდეხის ტერიტორიაზეა. უმრავლესობა ოჯახური შემთხვევებია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი