Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ყვარელში ავტოავარიისას მამაკაცი მძიმედ დაშავდა

1 452

ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა მძიმედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ , ყვარელი- ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის მესერს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, ავტომანაქანა ამოტრიალდა და მძღოლი ქვეშ მოიყოლა.

დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი