მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან რეფორმების მნიშვნელობა განიხილა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეთანხმების მიღწევა მიულოცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” იენს სტოლტენბერგთნ საუბრის შემდეგ დაწერა.

პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისათვის საჭირო რეფორმების მნიშვნელობა განიხილეს.

“დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის NATO-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე,”– წერს პრეზიდენტი.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, მხარეებმა ასევე განიხილეს ავღანეთის საკითხი და მომდევნო თვეებში ჯარების გამოყვანის პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს გამორჩეულ როლს ავღანეთის მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში.

მსგავსი პოსტები

Back to top button