თელავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, თელავის დრამატულ თეატრში, მეორე პრემიერა შედგება. 24- 25 აპრილს თეატრის მაყურებელი ნიკა რამიშვილის პიესას”გაჭედილებს” ნახავს.
სპექტაკლის რეჟისორის, გოგი ჩაკვეტაძის განმარტებით, სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა, მაგრამ დღევანდელ ყოფას კარგად ასახავს.
” კომედიური ჟანრის სპექტაკლია, მაგრამ დღევანდელ ყოფას ასახავს. მაყურებელი ნახავს, როგორ იხსნება ხასიათები ერთ პატარა სივრცეში, სადაც ადამიანები იჭედებიან”- განაცხადა ჩაკვეტაძემ.
სპექტაკლში ახალი თაობის მსახიობებიც ითამაშებენ.
კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, პირველი პრემიერა 1 აპრილს, თავისუფალი თეატრისა და თელავის თეატრის ერთობლივი სპექტაკლით გაიმართა. 2020 წელს, საყოველთაო შეზღუდვების პირობებში, თელავის თეატრმა, სპექტაკლი ღია ცის ქვეშ, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჩაატარა