სპორტი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატის, აზია_ოკეანეთისა და პანამერიკული პირველობის დასრულების შემდეგ, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

ცვლილებები საქართველოს ნაკრების წევრებსაც შეეხო 60კგ_მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი მე_11 ადგილზეა, თემურ ნოზაძეს კი მე_16 პოზიცია უკავია.

66კგ. წონაში, მიუხედავად იმისა რომ ვაჟა მარგველაშვილს ევროპული ვერცხლი ერგო_ ის დაქეეითდა და მეორე პოზიციიდან მესამეზე გადაინაცვლა.ლაშა შავდათუაშვილი მყარად ინარჩუნებს 73_იანების მე_12 პოზიციას.

81 კგ_იანებში ტატო გრიგალაშვილი მე_ 4 ადგილზე დამკვიდრდა მსოფლიო კლასიფიკაციის სამეულში პირველად შეაბიჯა 20 წლის ლაშა ბექაურმა. ის მიმდინარე წლის ევროპირველობაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ამ წონაში ლაშას წინ დგანან ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი და ნიდერლანდი ნოელ ვან ტ’ენდი. ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთია, რომელიც საერთაშორისო კლასიფიკაციაში რეიტინგით პირველია.

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა, გურამ თუშიშვილმა მე_4 ადგილი ზემძიმე კატეგორიაში შეინარჩუნა. ქალთა რეიტინგში მსოფლიოს 100 საუკეთესოთა შორის მე_16_ა ეთერ ლიპარტელიანი, 30_ე _ ტატიანა ლევიცკა_ შუკვანი, 51_ე _ მარიამ ჭანტურია და 89_ ე _ სოფიო სომხიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button