მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გამკაცრდება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვები

საქართველოში ამ ეტაპზე, შეზღუდვების გამკაცრება არ განიხილება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჯანდაცვის სექტორი ვითარებას მართავს.

“პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. გასაგებია, რომ მდიდარი ქვეყნები უძლებენ, ჩვენთან რთულია. ამიტომ ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ. არც ეკონომიკა უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც შარშან და ამით გაზაფხულზე კარგად ვმართეთ ყველაფერი, მეორე მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ. ამიტომ ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე აღარ არის საუბარი.

მთავარია, რომ რაც არის დაწესებული, იმის მიმართ იყოს მაქსიმალური დაცვა და ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა რა, 200-კაციანი სუფრა. იქიდან იწყება ძალიან ბევრი რამ. თავი შევიკავოთ ასეთი თავშეყრისგან, ეს არის დიდი თხოვნა. დღეს ვირუსის ახალ შემთხვევებს მართავს ჯანდაცვის სექტორი. არ გვინდა, რომ ავიდეთ, ორ-სამ და ოთხი ათას შემთხვევაზე. ამიტომ, ყველას გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button