Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლიგის თასი მანჩესტერ-სიტის კუთვნილებაა

46

ზედიზედ მეოთხედ კარიერაში, მანჩესტერ-სიტიმ ლიგის თასი მოიგო.

ინგლისის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს სიტი და ტოტენჰემი დაუპირისპირდნენ. მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე, ემერიკ ლაპორტის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით, ქალაქელებმა გამარჯვება მოიპოვეს.

გარდა იმისა, რომ ეს ტიტული ზედიზედ მეოთხეა სიტისთვის, ასევე, კლუბს ლიგის თასი საერთო ჯამში 8-ჯერ აქვს მოგებული და ლივერპულთან ერთად ტურნირის რეკორდსმენია.

გვარდიოლას გუნდს ამ სეზონში კიდევ 2 ტიტულის მოგების შანსი აქვს: პრემიერლიგის ჩემპიონობა მას პრაქტიკულად 5 ტურით ადრე აქვს განაღდებული. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კი ის პარიზულ სენ_ჟერმენს შეხვდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი