სპორტი

ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსის მიუხედავად, რეიტინგი შეუნარჩუნდა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მაისის ბაშოს წინ რეიტინგ-ლისტი, იგივე ბანძუკუ გამოაქვეეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ მარტის სუპერტურნირზე ლევან გორგაძეს უარყოფითი ბალანსი, 7 – 8-ზე ქონდა, ასოციაციამ მას საკუთარი რეიტინგი, აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდება შეუნარჩუნა.

როგორც ცნობილია, ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება. წესის მიხედვით, უარყოფითი ბალანსი დაქვეითების ტოლფასია.
მაისის ბაშოზე მხოლოდ ერთი დიდი ჩემპიონი, იოკოძუნა ჰაკუპო იასპარეზებს.

33 წლის ლევან გორგაძისთვის მომავალი სუპერტუნირი 90-ე იქნება. გასულ 89-ში მან 605 გამარჯვება მიითვალა. ერთხელ, 2018 წლის იანვარში იმპერატორის თასი მოიგო. ოძეკის ტიტულით კი 7 ბაშოზე იაპარეზა.

მაისის ბაშო ასოციიაციის განრიგით: 9 მაისს დაიწყება და 23 მაისამდე გასტანს.

მსგავსი პოსტები

Back to top button