მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
“სოლიდარობა რიონის მცველებს”- თელავში აქცია გაიმართა
“სოლიდარობა რიონის მცველებს”,ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერ აქციას თელავშიც შეუერთდნენ.
დღეს სამოქალაქო აქტვისტები, თელავის ცენტრში ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და რიონის ხეობის მცველებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
აქციის ერთ_ერთი ორგანიზატორის, გიგი გიგიტელაშვილის განცხადებით, მთავრობამ მოსახლეობის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს.
” ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას რიონის მცველებს და მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია ENKA-სთან დადებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს. ანალოგიური პრობლემა შესაძლოა ყველა რეგიონში გაჩნდეს და ერთმანეთს მხარი უნდა მივცეთ”- განაცხადა გიგიტელაშვილმა.
აქციის მონაწილეები, 23 მაისს საქართველოს დედაქალაქში დაგეგმილ პროტესტსაც შეუერთდებიან.